Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციას რადას უფლებამდამცველი ეხმაურება
ambebi.ge
22 November 2017, 22:22
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის რადას წარმომადგენლის, ვალერიას ლუტკოვსკაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან გაძევება კანონმდებლობისა და ევროპული კონვენციების დარღვევით განხორციელდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლუტკოვსკაიას განცხადებით, საქმის წარმოება დაიწყო 21 ოქტომბერსა და 17 ნოემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს ოპერაცია „მიგრანტის“ დროს, პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც კიევში სამიგრაციო კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებოდნენ.

„სავარაუდოდ, ესენი იყვნენ აბზიანიძე, მაყიშვილი და არბაშვილი. არ არსებობს დადასტურება, რომ საიმიგრაციო სამსახურმა ეს მოქალაქეები ქვეყნის დატოვების შესახებ გააფრთხილა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს დაკავებულები /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); საქართველოში იმ თვითმფრინავით გააძევეს, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების საკუთრებაშია.

„იძულებით გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა ამ ადამიანებს არ მისცეს, რაც დარღვევაა“, - განაცხადა ლუტოვსკაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ დაკავებულებს არც ადვოკატისა და თარჯიმნის მომსახურების გამოყენების საშუალებაც არ მისცეს.

„მათ უკრაინაში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალათ. დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-5 მუხლი“, - აღნიშნა მან.

ლუტოვსკაიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რეაქციას გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი